აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ აქცევს რაც, მისი შეფასებით, ქართველი ხალხისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
უილსონმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ითვალისწინებს.
კონგრესმენის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო.
„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის, ომის დამნაშავე პუტინისა და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია. ქართველი ხალხისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში არჩევნები გაყალბდა,“-განაცხადა უილსონმა.
მისი განცხადება აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხზე მიმდინარე განხილვების ფონზე გაკეთდა.
კირცხალია: ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს https://t.co/qpvbmskUDp через @ახალი ამბები
მარკუს ლამერტი: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება https://t.co/pRlJPpRhta через @ახალი ამბები